Mafia – Mafiozebi.com

აგვისტო 24, 2008

მოკლედ მინდა მოგითხროთ ჩემი გროუპის ახალ სიამაყზეზე Mafiozebi.com-ზე, მოკლედ ეს არის ბრაუზერ თამაში, სცენარი არის ასეთი, თამაშობ ბრაუზერში ანუ არანაირი თოფიანი კაცი არ დარბის ქუჩებში. ასეთი რამ არის არის მენუ და ირჩევ რა გააკეთო, მაგალითად თუ გადახვალთ დანაშაულებებში იქ იქნება ჩამოცერილი 4 დანაშაული გვერძე შანსებით და შესრულების შემდეგ ან ციხეში დაგიჭერენ ან მოგემატება ფული და ფულთან ერთად სტატუსბარში პროცენტიც, რაც უფრო გემატება სტატუსი უფრო ძლიერი ხდები და უფრო ნაკლები შანსი გაქვს ციხეში თავის ამოყოფის.

Mafia Online Game

Mafia Online Game

ფულით რომელსაც მანქანის გატაცებით, მოტოს გატაცებით ან რაიმე დანაშაულის ჩადენით იშოვეთ თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ იარაღი, ტყვიები, დაცვა ან საავადმყოფოში სიცოცხლე.
ეს ყველაფერი არ გეგონოთ რომ რაიმე მზა სკრიპტს მოყვა, მართალია მზა სკრიპტზეა აგებული საიტი, მაგრამ კოლოსალური შრომა ჩავდე ამ სკრიპტის გასცორებაზე და ახალი ფუნქციების დამატებაზე, რამაც ჩემი თვალები არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში ჩააგდო ძაან დამეღალა თვალები, უკვე მიჭირს ძაან დიდი ხანი კომპთან ჯდომა, აბა რა მომივიდოდა დღეში მინიმუმ 6-7 საათი კოდებს ვუყურებდი :(
სამაგიეროდ ქართველ მომხმარებლებს შემოგთავაზეთ საუკეთესო და პირველი ბრაუზერ თამაში ქართულ ვებ-ში მაფია , თავისი ბიზნესებით, ანუ შეგიძლიათ იყიდოთ რესტორნები და გქონდეთ ყოველდღიური შემოსავალი, იყიდოთ ტაქსები და ყოველსაათში მიიღოთ თანხა, და კიდევ ძალიან ბევრ ასეთ რამეს დავამატებ, ცოტა თვალები მომირჩეს.
ჰო კიდე შეგიძლიათ მოკლათ ერთმანეთი თამაშში და მისი ფული და ბიზნესები ხელში ჩაიგდოთ.

Mafia

Mafia

ასე რომ გამახარებთ თუ ითამაშებთ http://mafiozebi.com/register.php

დავბრუნდი

აგვისტო 21, 2008

მოკლედ ისვენებ ზღვაზე ცეკვავ დისკოტეკაზე, აჯაზებს ხალხი, უცბად ჩერდება გიჟური მუსიკა და ბარმენი შეშფოთებული სახით მიმართავს იქ მყოფ საზოგადოებას ფოთი დაბომბეს, ჰმ, პანიკა? ფაქტიურად პანიკაა რა მიდის ხალხი სახლში, შუქი ქრება, მთელი ქობულეთი ჩაბნელებულია(ჰო მე მძინავს), მოკლედ ასე იყო თუ ისე იყო მეცხრე დღეს ჩამოვედით 1 დღის გულისთვის აღარ დავრჩით, მაგრამ რად გინდა, გორზე არ გაგვატარეს და 2 დღე მოვდიოდით ჩერეზ ბორჯომი-ახალციხე-წალკა.

საოცარი ბუნება იყო სამცხე ჯავახეთისკენ მაგ მხარეს ალბად ვეღარასდროს მოვხვდები, თუ ვინმეს დაგაინტერესებთ მოგიყვებით 2 დღიან ტურზე ველურ სამცხე ჯავახეთში სადაც ქართული ცოტას თუ ესმის.

Samcxe-Javaxeti,სამცხე-ჯავახეთი

Samcxe-Javaxeti,სამცხე-ჯავახეთი

ჰო და დავჯექი კოპთან და რას ვხედავ, გვიჰაკავენ და გვიჰაკავენ ეს რუსები საიტებს, ის დაჰაკესო ეს დაჰაკესო, მერე ქართველებმა დაბლოკეს .რუ დომენი და ვეღარ შევდივართ პროქსის გარეშე რუსულ გვერდებზე, მერე მოხდა უბედურება და გაიტისჰა ფორუმ.გე-ც, ფაქტიურად გაანადგურეს რუსებმა ქართული ვებ ელიტა :(

ჰოდა ამან ხელი შეუწყო ბლოგერების და ბლოგების წინ წაწევას, ხალხი წერდა თავის განცდებს თავის ბლოგზე, სადმე ხო უნდა დაეწერათ, გამოვარჩევდი დოდკას ბლოგს ძალიან მხურვალე დისკუსიები მიდიოდა, აყვენ სხვა ბლოგებიც, სხვა ფორუმელებიც, და wordpress-ზე გადმოვიდა ფორუმ.გე :D მეც განვაახლებ ხშირად წერას ამ ბლოგზე და მომინახულეთ და დამაკომენტარეთ ხოლმე აუცილებლად

რამოდენიმე დღეა უკვე რაც ჩამოვედი მაგრამ რად გინდა, ჩავრთე ჩემი კომპიუტერი და გული ცუდად გამიხდა საშინელებაა, ვეღარც ერთ ბრაუზერს ვეღარ ხსნის IE-ს გრადა, ანტივირუსი აღარ ირთვება, თავიდან დავაინსტალირე მაინც არ ჩაირთო, მოკლედ საშინელება სჭირს ჩემ უბედურს, მაგრამ როგორღაც შემოვაღწიე ჩემს ბლოგზე და მაინც ვწერ აბა სხვა რა გავაკეთო აღარაფერს აკეთებს :( ( .

უკვე 3 წელია რაც ეს გადარეული გამომთვლელი მაქვს თუ მეტი ზუსტად აღარ მახსოვს, დაბერდა, გაშავდა, დესკტოპზე ნაოჭები გაუჩნდა, მიკროსხემებს ხავსი მოედოთ, მაგრამ სანამ ახალს ვიყიდი კიდევ ერთხელ მიწევს ვინდოუსის გადაყენება დღეს ან ხვალ :(

მოკლედ მაგარ ცუდ დღეშ ვარ

მაშ ასე, ცოტა ხანი გადავწყვიტე დავისვენო კომპიუტერისგან აშკარად ძალიან გადავიღალე, თან ისედაც ცოტა დასვენება მინდა და კვირამდე მივდივარ ბუნების წიაღში სანებივროდ :) ) .

ასე რომ ეს 4 დღე ახალ პოსტს ვერ შემოგთავაზებთ მაგრამ გული არ დაგწყდეთ კვირიდან ან ორშაბათიდან უფრო დიდი შემართებით უფრო საინტერესო პოსტებს შემოგთავაზებთ, თანაც უფრო აქტიურად.

მომავალ შეხვედრამდე…

გახდი ბლოგერი

ივლისი 8, 2008

ბევრ თქვენგანს ალბად კითხვა გაგიჩნდათ ბლოგი რა არისოო

რა არის ბლოგი?

ბლოგი არის ძალიიიან მაგარი რაღაცა, ესეიგი საკუთარ დომენზე ან რაიმე სხვა სერვისის საშალებით თქვენ ღებულობთ საკუთარ ინტერნეტ გვერდს, სადაც თქვენ შეგეძლებათ ძალიან მარტივად დადოთ სტატიები, ლექსები, თქვენი ფიქრები ან სურათები, გქონდეთ თქვენი ინტერნეტ დღიური. თქვენს ბლოგზე შესაძლებელია ყველა ახალ პოსტზე ანუ სტატიაზე სხვა ბლოგერებმა ან ჩვეულებრივმა ვიზიტორებმა დაგიტოვონ კომენტარები, განაგრძოთ კომენტარებში საუბარი დაწყებულ თემაზე და ა.შ. მოკლედ ბლოგი მაგარი ვეშია თუ რამის თქმა და ხალხისთვის გაზიარება გსურთ.

როგორ გავაკეთ ბლოგი?

ძალიან მარტივია თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ უფასო სერვისები როგორიცაა http://blogspot.com , http://wordpress.com ან http://log.ge . თქვენ უბრალოდ უნდა დარეგისტრირდეთ აირჩიოთ საიტის დიზაინი და შემდეგ უკვე შეგიძლიათ წეროთ. თუ უცხოური გინდათ გირჩევთ ვორდპრესს, უფრო დახვეწილი და მრავალ ფუნქციონალურია, მაგრამ ბლოგსპოტისგან განსხვავებით ცოტა რთული მათთვის ვინც ვერ ერკვევა. ლოგ.გე კი იგივე ვორდპრესის ძრავაზე აგებული ქართული სისტემაა. არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი იყიდოთ საკუთარი დომენი და დააინსტალიროდ ზედ ვორდპრესის უფასო ბლოგ სისტემა.

ვინ წაიკითხავს ჩემს ბლოგს?

გავაკეთე ბლოგი, დავდე საინტერესო სტატიები, მაგრამ ვინმემ ხო უნდა წაიკითხოს? სად იპოვიან ჩემს ბლოგს? უცხოურ ბლოგებს რომ ვკითხულობ ხშირად უსვამენ მათ პატრონებს დამწყები ბლოგერები ამ კითხვას, ისინი კი პასუხობენ – ”მე, ბლოგებს კითხულობენ ბლოგერები”. მოკლედ ჩვენი ბლოგი რომ კარგი იყოს, ჩვენი ბლოგი რომ ბევრმა იცოდენ უნდა ვიკითხოთ სხვა ბლოგები და ვწეროთ მათ ბლოგებზე კომენტარები და ვანახოთ მათ ჩვენი ბლოგები, გავუცვალოთ ლინკები და მკითხველიც მეგობარიც და მოსაუბრეც უცბად გაჩნდება. 

ახლა რა გავაკეთო?

გახდი ბლოგერი, დაიწყე ახლავე: http://wordpress.com/signup/ , http://www.blogger.com/homehttp://log.ge/wp-signup.php

მაშ ასე ვაგრძელებ ჩემი საყვარელი მოჩხუბარის ვიდეობს. იური ბოიკას კიდევ ერთი ბრძოლა, ამ მსახიობის ნამდვილი სახელი არ ვიცი მაგრამ ფაქტია რო მაგადია :) ), მოკლედ ბევრს აღარ ვილაპარაკებ დატკბით ყურებით.

დიდი ხანია ჩემს ბლოგზე აღარ დამიპოსტავს, მას შემდეგ რაც ჩემი ყველა საიტი, თითქმის ყველა საიტი გაითიშა დავრჩი უსაქმურად, განვიცადე ზარალი და ბევრი საყვედურიც მივიღე ასე ვთქვათ ვებ დეპრესიაში ვიყავი :) , მაგრამ ყვეალფერმა ჩიარა და გამოსწორდა ყვეალფერი აღდგა.

ახლა კი ახალი კატეგორია დავამატე ჩემს ბლოგს, განხილვები – Reviews, ანუ მიმოვიხილავ საინტერესო ბლოგებსა და ვებ საიტებს. პირველი ჩემს მიმოსახილევ საიტებთა შორის მოხვდა http://dodka.wordpress.com/ დოდკას ბლოგი.

მაშე ასე ძალიან საინტერესო ბლოგი, ყოველდღიური განახლებით, ძალიან ბევრ თემაზე, ყველა ასაკის მკითხველისთვის, საიტნერესო იოლი საკითხავი კონტენტით. მოკლედ ეს ბლოგი არის საქართველოს ამომავალი მზე ბლოგი და დამიჯერეთ თუ ყურადღებით წაიკითხავთ ამ ბლოგს ბევრს ისწავლით, ბევრსაც ისიამოვნებთ, და ბევრსაც იფიქრებთ. კიდევ გადახედეთ ბლოგის ლინკების სიას სადაც უამრავ სხვა ქართულ ბლოგს ნახავთ.

მოკლედ მოინახულეთ დოდკას ბლოგი!

21 საუკუნეში ადამიანები კლავენ ერთმანეთს არა სეიფის კოდის მოპარვისთვის არამედ უბრალოდ ინტერნეტში ონლაინ თამაშში მაგიური ხმლის ან ამ თამაშში შესასვლელი პაროლის გულიზე. მინდა მოგიყვეთ 5 საოცარ შემთხვევაზე, რომლებიც საკმაოდ დრაგიკულად დამთავრდა.

1. Lengend of Mir 3 მოთამაშებ სასკივდილოდ დაჭრა სხვა მოთამაშე

legendofmir3.jpg 2005 წელში, ჩინეთში 41 წლის შანხაის მცხოვრებმა Qiu Chengwei–მ მოკლა მოთამაშე  Zhu Caoyuan, მიზეზი კი იყო “დრაკონის ხმალი” რომელიც მათ ერთად მოიპოვეს თამაშში “Lengend of Mir 3″ .

თავიდან Qiu Chengwei წავიდა პოლიციაშ და უნდოდა მართმსაჯულების გზით დაესაჯა პარტნიორი, მაგრამ მან პასუხად მიიღო უარი, რადგან ვირტუალურ რეალობაში მომხდარი ფაქტი შეუძლებელია დაისაჯოს რეალობაში, ყოველ შემთხვევაში ჩინეთის კანონების თანახმად. გამწარებულმა Qiu Chengwei –მ გადაწყვიტა თვითონ აღესრულებიან მართმსაჯულება და მიიღო გამყიდველის მოკვლის გადაწყვეტილება. მას რა თქმა უნდა სამუდამო სასჯელი მიესაჯა.

წაიკითხეთ სრულიად.. Read the rest of this entry »

ბევრ ქართულ საიტზე შემხვედრია და შეიძლება თქვენც გინახიათ, მაგრამ თუ ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ წაიკითხეთ იქნებ ამ მცნებების შემდეგ მაინც იპოვოთ სულიერი სიმშვიდე :) )

1) დაბადებისთანავე ადამიანი დაღლილია, ამიტომ იცხოვრე იმისათვის რომ დაისვენო.
2) შეიყვარე საწოლი, როგორც თავი შენი.
3) თუ დაინახავ კაცს სვენებისას მიეხმარე მას დასვენებაში.
4) დაისვენე დღისით, რათა ღამით შეძლო დაძინება.
5) სამსახური წმინდა რამ არის, ნუ შეეხები მას.
6) თუ საქმე ისეთია რომ ხვალაც შეგიძლია გააკეთო გადადე ის ზეგისთვის, რათა ორი თავისუფალი დღე დაგრჩეს.
7) იმუშავე რაც შეიძლება ნაკლები, ნუ იღორებ, სხვასაც დაუტოვე სამუშაო.
8) დაისვენე, დასვენებისგან არავინ მომკვდარა, მუშაობისგან რამდენიც გინდა.
9) თუ გრძნობ რომ მუშაობა გინდა, დაჯექი და ყველაფერი გადაგივლის.
10) თუ მუშაობა ჯანმრთელობაა დაე ავადმყოფებმა იმუშაონ განსაკურნებლად.

 

მაშ ასე დღეიდან ვიწყებ ჩემ ბლოგზე საბრძოლო ხელოვნების შესახებ წერას, უფრო სწორედ რომ ვთქვათ საბრძოლო ხელოვნების ვიდეო ჩვენებებს. შევეცდები შემოგთავაზოთ ადრენალინით გაჟღენთილი ლამაზი ბრძოლა ცნობილი ფილმებიდან ან თუნდაც ბრძოლა რინგზე ცნობილი სპორტსმენების შესრულებით.

დღეს კი შემოგთავაზებთ ვიდეო რგოლს ფილმიდან დაუმარცხებელი 2 ანუ undisputed 2. იური ბოიკა, ქუჩის მოჩხუბარის შესანიშნავი ბრძოლა, მე ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს ამ ვიდეოს და ამ მოჩხუბარის ყურება იმედია თქვენც ისიამოვნებთ.